პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: მათი მხარდამჭერებიც აღარ დადიან დაანონსებულ აქციებზე

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე მათი მხარდამჭერებიც აღარ დადიან. ამის არგუმენტად კი პრემიერი ოპოზიციის მიერ, 15 მაისს დაანონსებულ აქციას ასახელებს.

"რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე.

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, ვგულისხმობ სააკაშვილის რადიკალურ ფრთას". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

20 მარტს, ხელისუფლებასთან ევროკავშირის მიერ მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ჩავადრნის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

გეგმის მიხედვით, ოპოზიცია საგანგებო, წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის, რაც პერმანენტულ აქციებს ითვალისწინებს, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში – ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში გასვლას და საპროტესტო კამპანიის წამოწყებასაც გეგმავენ.

15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.

ოპოზიციამ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ გადადო, რაც თბილისს ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია. მალევე,  მიშელის მედიაციით, დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც შვედი დიპლომატი და შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უძღვებოდა. 

რამდემედღიანი მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, 19 მარტს, უშედეგოდ, შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

კომენტარები