პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე ღარიბაშვილზე: პროტესტებზე ადამიანების თვლა რეჟიმების დამახასიათებელია

საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების აზრი და პროტესტი და ამ პროტესტს უყურებს შეშინებული და აგონიაში. ითვლის ადამიანებს პროტესტზე, იმიტომ, რომ ეს არის ზოგადად რეჟიმების დამახასიათებელი. 

იანუკოვიჩიც ასე ამბობდა ხოლმე, რომ არ გვაინტერესებს და არავინ არის იქ შეკრებილი მაიდანზე და ა.შ. ამიტომ, გასაგებია, რომ შიშს დიდი თვალები აქვს და როდესაც ხელისუფლებას ადამიანების და მოქალაქეების შეგრძნება არ აქვს და მათ პროტესტის შეგრძნება არ აქვს, ის ხელისუფლება თავისთავად არის დასრულებული. პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ, თუმცა ვერც ამას აგვარებენ და, შესაბამისად, შეეშვან ადამიანების თვლას აქციებზე, იმიტომ, რომ ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება.  

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე მთავარის ეთერში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეხმიანება.  ღარიბაშვილის აზრით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე მათი მხარდამჭერებიც აღარ დადიან. ამის არგუმენტად კი პრემიერი ოპოზიციის მიერ, 15 მაისს დაანონსებულ აქციას ასახელებს.

კომენტარები