ვაქცინაცია

კულუმბეგოვი: ვისაც ფილერი აქვს, თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან

"ვისაც ფილერი აქვს არ შეეშინდეთ და ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან". - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ფაიზერის ვაქცინას ახასიათებს გართულებები იმ პაციენტებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს. 

კულუმბეგოვის განმარტებით, თუ იქნება გარკვეული შეშუპება შემჩნეული, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, იმ ადამიანებში, ვინც ფილერს იყენებს, რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართულობით ეს შეშუპება უკვალოდ გაქრება. 

"ფილერებთან დაკავშირებული იმუნური რეაქცია გრიპის ვაქცინის დროს წლების წინ არის აღმოჩენილი, ეს არ არის ახალი მოვლენა, თუმცა ფაიზერთან მიმართებაში, აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეს შემჩნეული იქნა, თუმცა დღეს არსებობს ესეთი რეკომენდაცია, რომ ეს არ არის არავითარი ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება, თუ შეშუპება ფიქსირდება, რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ეს უკვალოდ ქრება, ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ და ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან". - ამბობს კულუმბეგოვი. 

დღეს, 25 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ფაიზერს ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი გართულებები, ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არაანაფილაქსიური გართულებები, იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს.

კომენტარები