პოლიტიკური კრიზისი

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ლელომ ახალი კამპანია დაიწყო

ლელო
კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ლელომ ახალი კამპანია დაიწყო. თავისუფლების მოედანზე პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ და ხელმოწერების შეგროვებაში ჩაერთნენ. 

მოქალაქეებს ანკეტაზე შეუძლიათ მონიშნონ თავიანთი პოზიცია, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები. 

ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა. 

"რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი. იმიტომ, რომ არჩევნები არის ერთ-ერთი პუნქტი იმ ექვსპუნქტიანი დოკუმენტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს სასამართლო რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და ქვეყნის აბსოლუტურად ახალ მდგომარეობაში გადაყვანას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმის გაგონება. პოზიციის დაფიქსირება და მე მოვუწოდებ ყველას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში".- აცხადებს ხაზარაძე. 

ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ხალხის ხმა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, თუმცა აღნიშნავს, რომ "მათ არც ხალხის ხმა ესმით, არც ვენეციის კომისიის და არც საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა". 

რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში

კომენტარები