კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში 0.8%-ია, ტაქსის მძღოლებში 0.4%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში 0.8%-ია, ტაქსის მძღოლებში – 0.4%, ბაზრობის მოვაჭრეებში – 0.2%, მოლები და სავაჭრო ცენტრები – 0.2%, სკოლის და ბაღის პედაგოგები – 0.2%.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.56%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%.

გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 25 638 ტესტი. გამოვლინდა ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 356 პირი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 10 პაციენტი.

25 მარტის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  279 027 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  გამოჯანმრთელდა  271 278 პაციენტი. გარდაიცვალა – 3 732 ადამიანი. 

ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 3 991, საიდანაც 1 515 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 195 – კოვიდ-სასტუმროებში, ხოლო 2 281 – ბინაზე.

კორონავირუსით ინფიცირებული 302 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 86 პაციენტი იმყოფება.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ. 

15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ასევე, აღდგა სასკოლო წრეების ფუნქციონირება, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა და პროფესიულ ანსამბლებმა კი რეპეტიციები და ვარჯიში განაახლეს.

კომენტარები