ვაქცინაცია

ტიკარაძე: არ გვეშინია, რომ დოზებს ვერ აითვისებენ, რეგიონებში ვაქცინაცია ნელა მიმდინარეობს

არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს გააჩნია თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. საბჭო ყოველი კვირის განმავლობაში იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი.

ჩემი სტრატეგია არის შემდეგი, რომ რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობასაც ადგილზე გავეცნობი, იმისათვის, რომ საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის. თქვენ იცით, რომ ხვალ ვიზიტს ვგეგმავ გურიასა და აჭარაში, ასე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონში. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია.....

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამართულ ბრიფინზე.

კომენტარები