ჭყონდიდის ეპარქია

"შენს მეუფეს ჰკითხე, იმ ხევში ვისთან ერთად ჰყავდა შვილი"– მეუფე სტეფანე მეუფე პეტრეზე

კარიბჭე

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ეპარქიის ყოფილი წინამძღოლი მეუფე პეტრე საეკლესიო კანონების დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მეუფე პეტრეს გერმანიაში შვილი ჰყავს და მალავს. 

"შენს მეუფეს ჰკითხე, რომელსაც იცავ, იმ ხევში ვისთან ერთად ჰყავდა შვილი". – მიმართა მიტროპოლიტმა ბალდის მონასტრის მღვდელს. 

ამის შემდეგ სიტუაცია მონასტერში დაიძაბა. სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და "ცრუ" უწოდეს. დაპირისპირების პარალელურად მეუფე სტეფანემ კვლავ გალობა დაიწყო. 

მონასტრის მღვდელმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მეუფე სტეფანემ მას დააგინა - მტყუანსო. მომხდარის ამსახველი ვიდეო მოგვიანებით გავრცელდა. 

მეუფე სტეფანეს მეუფე პეტრემ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში უპასუხა და აღნიშნა, რომ მზად არის დნმ-ს ტესტი ჩაიტაროს.


დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს მოხდა. მას მერე, რაც ეპარქიის აივნიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და ნაწილი დაშავდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გალობა გააგრძელა და კითხვებს არ უპასუხა. მანამდე, კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

კომენტარები