ჭყონდიდის ეპარქია

დაპირისპირების პარალელურად მეუფე სტეფანემ კვლავ იგალობა

კარიბჭე

დაპირისპირების პარალელურად ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კვლავ გალობს. 

მეუფე სტეფანე ბალდის მონასტერში მივიდა, მისვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კადრებში ჩანს, რომ მას სიტყვიერად კვლავ იგივე სასულიერო პირი უპირისპირდება. ისინი ერთმანეთს "ცრუს" უწოდებენ.


დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს მოხდა. მას მერე, რაც ეპარქიის აივნიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და ნაწილი დაშავდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გალობა გააგრძელა და კითხვებს არ უპასუხა. მანამდე, კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

კომენტარები