ისრაელი

ნეთანიაჰუს ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად არაბთა პარტიის ადგილები სჭირდება

ბენიამინ ნეთანიაჰუ
The Times of Israel

ისრაელის არჩევნების ბოლო მონაცემებით, ნეთანიაჰუს კოალიციას 59 ადგილი აქვს, რაც ქნესეთში, სადაც სულ 120 ადგილია, უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობა არაა. 

სასწორის ნეთანიაჰუს მხარეს გადაწონა არაბთა უმცირესობის პარტია რაამის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ახლანდელი პრემიერმინისტრის კოალიციაში გაერთიანებით. 

პრობლემას ნეთანიაჰუს მოკავშირე რადიკალისტ იუდეველთა პარტია ოცმა იეჰუდიტი და მისი ლიდერი ითამარ ბენ გვირი წარმოადგენენ. 

"ძალიან რთული იქნება ისეთი ადამიანის გვერდით ჯდომა, როგორიც ბენ გვირია და რომელიც ასე მტრულადაა განწყობილი არაბი საზოგადოების მიმართ". - უთხრა The Times of Israel-ს  მაზენ ღანაიმ, რაამის პარტიის წარმომადგენელმა.

გამომცემის წარმომადგენლებმა ღანაის ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა "ძალიან რთული" "შეუძლებელს". 

"ვიტყოდი, რომ შეუძლებელია". - უპასუხა მათ ღანაიმ. 

ამავე აზრზეა თავად ბენ გვირიც და ამბობს, რომ  იმ კოალიციაში, სადაც არაბთა პარტია იქნება, არ გაჩერდება. 

"ორივე [კოალიცია] ცუდია, მაგრამ ჩვენ მოთხოვნები გვაქვს. ჩვენ მოთხოვნებს განხილვის მაგიდამდე მივიტანთ, ჩვენს შიდა ინსტიტუციებს დავუბრუნდებით და ჩვენს ამომრჩეველსა და ხალხს  მოსაზრებას ვკითხავთ". - თქვა ღანაიმ. 

ისრაელის არჩევნების საბოლოო პასუხები პარასკევს გახდება ცნობილი.

კომენტარები