ვაქცინაცია

ცერცვაძე: ახლა ვაქცინის სიჭარბე შეიძლება გვქონდეს, რადგან პერმანენტული მოწოდება იქნება

ყველაფერი ისე რომ წასულიყო, როგორც იყო დაგეგმილი, ჯერ ყველა ექიმი უნდა აცრილიყო და შემდეგ ასაკობრივი ჯგუფები დაწყებულიყო... მაგრამ ახლა შეიცვალა სიტუაცია, თუ მსურველები არ გამოჩნდნენ მოკლე დროში და ვაქცინა დაგვრჩა, რაღაც დოზები გამოუყენებელი... ახლა იქნება უწყვეტი მოდინება ვაქცინის, მადლობა ღმერთს, ის პერიოდი დამთავრდა, როდესაც გვსაყვედურობდნენ. რომ საქართველოს ვაქცინა ვერ შემოჰქონდა, ახლა პირიქით, ვაქცინის სიჭარბე შეიძლება შეიქმნას, რამეთუ პერმანენტული მოწოდება იქნება.

უკვე განიხილება იმის საკითხები, რომ ასაკობრივი ცენზი[მოიხსნას ან დაიწიოს]. თავიდან არ იყო დაგეგმილი, რომ ექიმების პარალელურად 65 წელს ზემოთ პირები აცრილიყვნენ, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო, აბა, ხომ არ გავაფუჭებთ ვაქცინას, რა მოხდა, აიცრან პარალელურად ექიმებმაც და 65 წელს გადაცილებულმა პირებმა.

თუ ამანაც ვერ შეავსო და ვერ დახარჯა ის დოზები, რაც არის, მაშინ სავარაუდოდ, კიდევ დაიწევს ქვემოთ ასაკი, ან სულაც გამოცხადდება საყოველთაო ვაქცინაცია...

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე, რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები