ვაქცინაცია

ცერცვაძე: დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა

საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე. უნდა აირჩიოს ორი პერსპექტივიდან ერთ-ერთი. პირველი, ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიურ, სრულმასშტაბიან ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად, ვაფართოვებთ პირბადეების ხმარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის აცილებას. ასეთ შემთხვევაში, ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს, საქართველოს, ისეთი, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს.

ესაა, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება, გარდაცვალების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის კომენდანტის საათის. ბიზნესი და ეკონომიკა ღია იქნება, ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. თითოეული ჩვენგანი იგრძნობს თავის თავზე, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და დავივიწყებთ იმ კოშმარს, რომელიც გასულ წელს იყო. ამისთვის საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, უარის თქმა სკეპტიციზმზე, პირბადეების ტარება.

მეორე გზა, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ვადგავართ, ჯერჯერობით. ესაა, რომ გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ავიცრებით, სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ვატარებთ. დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა, ინფრასტრუქტურის და ვაქცინების რაოდენობის. იცით, რომ ხვალ ფაიზერი შემოდის. ამის გარდა, მასობრივად უნდა დავუბრუნდეთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე, რაც ამ ბოლო დროს ასე გახშირდა...

ამბობს ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. დღეს, 24 მარტს, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფაიზერი შემოვა, მოქალაქეებს ვაქცინის არჩევა შეეძლებათ.

კომენტარები