კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: თუ აიცრებიან, რეგულაციებს დაიცავენ, მოიხსნება შეზღუდვები, მათ შორის - კომენდანტი

მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი, პირველი - ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიური, სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში, პარალელურად ვაფართოვებთ პირბადეების ხმარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის აცილებას. ასეთ შემთხვევაში, გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რაც ბევრ ქვეყანას არ აქვს, ეს არის, რომ ახალი შემთხვევები  უფრო შემცირდება, გარდაცვალებები შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდევ, რასაც თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის კომენდანტის საათის...

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა. 

კომენტარები