პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: ქართული ოცნების ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი

არჩილ თალაკვაძე

"მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ქართული ოცნების ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული". – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  Twitter-ზე წერს.

როგორც თალაკვაძე წერს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. 

"რეგიონული არასტაბილურობის, COVID-19-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით". – წერს თალაკვაძე. 

თალაკვაძე ასევე Facebook-ზე წერს, რომ აშშ-ს სენატში მკაფიოდ აღინიშნა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია და ქვეყანას პროდასავლური კურსისგან არასდროს გადაუხვევია.

"აღინიშნა, რომ ეუთო/ოდირ-ის შეფასებით საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით, კონკურენტულ გარემოში და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში. მკაფიოდ ითქვა, რომ პარლამენტში არშესვლა და პოლიტიკური პროცესის ბლოკირება პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონს და კანონის დარღვევა ვერ იქნება მხარდაჭერილი". - წერს თალაკვაძე. 

მთავარი გზავნილები აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები