ვაქცინაცია

ტიკარაძე: შემდეგი არის ჩინური ვაქცინა, უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი

[ასტრაზენეკას და ფაიზერის] შემდეგი არის ჩინური ვაქცინა, რომლითაც მე უნდა ავცრილიყავი, რადგან ჩინურთან მიმართებითაც ასევე არაერთი კითხვა არსებობს, ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ჩინური ვაქცინის.

თუმცა, დავიცავით პრინციპი, რომ უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებული, ეს ვაქცინა ამ ეტაპისთვის არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მიერ, აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი იმის, რომ ჩავთვალოთ ვაქცინა უსაფრთხოდ და ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე tv იმედის ეთერში. აღსანიშნავია, რომ ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერჯერობით არ უღიარებია.

კომენტარები