ოსკარი 2021

ოსკარის ისტორიაში მესამედ დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე გაიმართება

Deadline

2021 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე გაიმართება. ოსკარის 93-წლიან ისტორიაში ეს რიგით მესამე შემთხვევაა.

2019 და 2020 წლის დაჯილდოება ასევე წამყვანის გარეშე ჩატარდა. უკანასკნელად ოსკარი კომიკოსმა ჯიმი კიმელმა, 2018 წელს წაიყვანა.

წლევანდელ დაჯილდოებას 10 ნომინაციით დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიული დრამა Mank ლიდერობს. 6-6 ნომინაცია ფილმებს The Father, Judas and The Black Messiah, Minari, Nomadland, Sound of Metal და The Trial of Chicago 7 აქვთ მიღებული.

ორგანიზატორების თქმით, მოწვეული სტუმრები რამდენიმე მუსიკალურ და კომედიურ ნომერს შეასრულებენ. შოუს დამდგმელი რეჟისორი სტივენ სოდერბერგია.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 25 აპრილს გაიმართება.
 

კომენტარები