ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 53% კორონავირუსის ვაქცინის აცრას არ გაიკეთებდა, აცრას 35% გაიკეთებდა, 12% პასუხობს, რომ არ იცის.
კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით, 48% პასუხობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხსს.
- 20% - ვფიქრობ, რომ ვაქცინის გარეშეც გავუმკლავდები კორონავირუსის პანდემიას
- 10% - ვერ ავიცრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო
- 6% - არ გავიკეთებ, რადგან ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზეზი აქვს
- 5% - ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგი ვარ
- 4% - სხვა
- 6% - არ ვიცი
- 1% - უარი პასუხზე
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.