პოლიტიკური კრიზისი

ბორელი: საჭიროა, პარტიებმა ქართველების ინტერესი წინ დააყენონ, წავიდნენ კომპრომისებზე

კონკრეტული პუნქტი ეხებოდა საქართველოს. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს [საკითხი] მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გაწია ინტენსიური მედიაცია, რათა ქვეყანაში გადალახულიყო პოლიტიკური კრიზისი.

მე მინისტრებს მოვახსენე ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შესახებ, რომელსაც გასულ სამშაბათს ვხელმძღვანელობდი. მათ ასევე ვესაუბრე ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევაზეც, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ დანიშნული პირადი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.

მუშაობა გრძელდება. მსურს, გავიმეორო, რომ საჭიროა, საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირველ ადგილზე დააყენოს ქართველი ხალხის ინტერესი, რათა წავიდნენ საჭირო კომპრომისებზე და ყურადღება მიაქციონ სხვა აუცილებელ საკითხებს, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკის აღდგენა და ეროვნული უსაფრთხოება...

22 მარტს საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს. სხდომაში მონაწილეობენ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. მათ მოისმინეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტი ჟოზეპ ბორელის მოხსენება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.

კომენტარები