ვაქცინაცია

ტიკარაძე: შეიძლება, ძალიან მალე აღმოვჩნდეთ III ტალღაში, არანაირ დისტანციას არ იცავენ

ამას მე არ უარვყოფ, ამის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვქონდა და ნებისმიერი გახსნის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვაანონსებდით, რომ მნიშვნელოვანი არის მაქსიმალური სიფრთხილე იმისთვის, რომ ხანგრძლივად იყოს გახსნა შენარჩუნებული.

სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ არანაირი სოციალური დისტანცია არ გაგვაჩნია. ძალიან მოკლე პერიოდში დაგვავიწყდა ჩვენ ის რთულად გამოვლილი მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომაზე გვქონდა.

ასევე, მინიმუმამდე არის დასული პირბადეების ტარება, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულად აისახება ინფექციის გავრცელებაზე. დღეს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე ერთს აღემატება, რაც თავისთავად მიუთითებს იმას, რომ შეიძლება ძალიან მალე ჩვენ აღმოვჩნდეთ აღმავალ ფაზაში, რომელიც შეიძლება იქნეს წოდებული როგორც ინფექციის გავრცელების მესამე ტალღა...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის კითხვაზე, "ეთანხმებით თუ არა ექსპერტთა ნაწილის განცხადებას, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო".

კომენტარები