თავისუფლების ინსტიტუტი

21 მარტს კანცელარიასთან აქცია და თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელის პრეზენტაცია გაიმართება

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
ტაბულა

21 მარტს, 14:00 საათზე სამოქალაქო მოძრაობა #სოცაფეთქება კიდევ ერთხელ გააპროტესტებს ახალი კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებულ ე.წ კომენდანტის საათს.

აქციის პარალელურად გაიმართება თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელის, "ქართველი ხალხი მთავრობის წინააღმდეგ" პრეზენტაცია. ორგანიზაცია მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს 22 მარტს შეიტანს. 

მოსარჩელეები იზოლაციის ან/და კარანტინის წესების, კომენდანტის საათისა და შესაბამისი ნორმებით დადგენილი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

როგორც ორგანიზაციის იურისტი, გვანცა კვარაცხელია ტაბულასთან საუბარში განმარტავს, მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გამო დადგენილ შეზღუდვებს არ გააჩნია კონსტიტუციური საკანონმდებლო საფუძველი, რის გამოც ორგანიზაცია ასაჩივრებს ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. 

ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან და 05:00 საათამდე მოქმედებს, 28 ნოემბერს დაწესდა. 

კომენტარები