პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: აშკარაა, რომ მოლაპარაკებები ქართულმა ოცნებამ ჩაშალა

აშკარაა, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაშალა მოლაპარაკებები. 

ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც აზიანებს ქვეყანას და მის დასავლურ კურსს. 

ეს არის გზა წარსულისა და ჭაობისკენ. მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს!

ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ!

წერს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. გუშინ, 18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე -  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". 

დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები