AstraZeneca-ს ვაქცინა

გერმანია და საფრანგეთიც აღადგენენ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის პროცესს

ფოტო: ft.com

გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ლიტვამ, ლატვიამ, კვიპროსმა, ბულგარეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე დაადასტურეს, რომ AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი ისევ აღდგება

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტემ თქვა, რომ მეორე დღესვე თავად AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება.

სახელმწიფოების ასეთი ქმედება ევროკავშირისა და ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოების ოფიციალური დასკვნებითაა გამოწვეული. 

18 მარტს ევროპის მედიცინის სააგენტომ თქვა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი არ დასტურდება

“ჩვენი კომიტეტი მივიდა მკაფიო სამეცნიერო დასკვნამდე, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. მისი სარგებელი გადაწონის შესაძლო რისკებს. კომიტეტმა ასევე დაასკვნა, რომ ვაქცინა ასოცირებული არ არის თრომბოემბოლიის რისკის ზრდასთან“. – თქვა ევროპის მედიცინის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ კუკმა.

ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს. 

კომენტარები