AstraZeneca-ს ვაქცინა

იტალიაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის პროცესი ისევ აღდგება

ფოტო: ft.com

იტალია AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრის პროცესს ისევ განაგრძობს, მას შემდეგ, რაც ევროპის მედიცინის სააგენტომ დაასკვნა, რომ ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირები არ დასტურდება. 

იტალია ევროკავშირის იმ სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის პროცესი დროებით შეაჩერეს, ამის მიზეზი კი რამდენიმე ადამიანში თრომბის განვითარება იყო, რასაც მეცნიერები ვაქცინას არ უკავშირებენ

"მთავრობის პრიორიტეტად რჩება რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია, რაც შეიძლება სწრაფად". – თქვა იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ. 

“ჩვენი კომიტეტი მივიდა მკაფიო სამეცნიერო დასკვნამდე, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. მისი სარგებელი გადაწონის შესაძლო რისკებს. კომიტეტმა ასევე დაასკვნა, რომ ვაქცინა ასოცირებული არ არის თრომბოემბოლიის რისკის ზრდასთან“. – თქვა ევროპის მედიცინის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ კუკმა. 

ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს. 

კომენტარები