მე-10 მოწვევის პარლამენტი

წაქაძე: მესაკუთრე თუ მიწას არ ამუშავებს, მოცდენის გადასახადი უნდა დაუწესდეს

აუცილებელია, განისაზღვროს დროულად დარეგისტრირებული მიწების ფონდი, ეს ძალიან ნელი ტემპით მიმიდინარეობს და რაღაც რეგულაციებია მისაღები, რომ რაც შეიძლება მალე დაჩქრადეს ეს და ვიცოდეთ ქვეყანაში რამდენი გვაქვს მიწის ფონდი. არავისთვის არ უნდა იყვეს გადასახადის გადაუხდელობა და გადასახადი უნდა გადაიხადოს მიწაზე აუცილებლად, რაიმე შეღავათები ამასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ისეთი რესურსია, რომელიც გამოყენებადია და ამაზე გადასახადი აუცილებელია. აუცილებელია, მიწის მესაკუთრეებს, რომლებიც არ ამუშავებენ მიწას, გარკვეული მოიჯარის, მოცდენის გადასახადი უნდა დაუწესდეს,  ჩემის აზრით, მიწის მესაკუთრეს, რომლიც ფლობს მიწას და არ ამუშავებს წლების განმავლობაში, აუცილებელია, გარკვეული გადასახადები დაუწესდეს. თუმცა, არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის და იმისათვის, რომ რესურსი გამოვიყენოთ დროულად, სწრაფად და ეფექტურად. 

ქართული ოცნების წევრი, ბეჟან წაქაძე პარლამენტში მიწის მოცდენის გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის.

კომენტარები