პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ხელს არ მოვაწერთ შეთანხმებას, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს

პირობა იყო დადებული საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ არცერთ დეტალზე, არცერთ წითელ ხაზზე არ იქნებოდა საუბარი. ჩვენ ვიცავთ ამ პირობას, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პირობას არ იცავს ოპოზიცია.  

ჩვენთვის მთავარი არის, ვიმოქმედოთ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებით და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს. ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი არავითარ შემთხვევაში ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს. ეს არის ერთადერთი ჩვენი წითელი ხაზი. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯომარე, ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-7 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა ღარიბაშვილი. 

გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები "რთული და მძიმე იყო" და, მათივე თქმით, "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული."

კომენტარები