ვაქცინაცია

კახაძე ვაქცინაციაზე: ეკლესიას როგორ შევბედავ რამის მოწოდებას, ის ჩემთვის საწყისთა საწყისია

მე ეკლესიას როგორ შევბედავ რამეს, რაღაცის მოწოდებას. ეკლესია ჩემთვის საწყისთა საწყისია. უბრალოდ, ნებისმიერი წამალი რწმენით მიღებული გაცილებით ძლიერია. ეკლესიამ თქვა, რომ ჩვენ ვაქცინაციას არავის ვუკრძალავთო. ჩემთვის უხერხულია ამის მოწოდება. მე როგორ გავუბედო ეკლესიის მსახურს, რომ ასეთი მოწოდება გააკეთოს, მაგრამ მე გამაძლიერებდა მათი თანადგომა...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე ფორმულასთან საუბარში. გუშინ, 16 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესში წმინდა სინოდს თანამშრომლობა სთხოვა. დღეს კი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, რომ ეკლესია ვაქცინაციაზე "პასუხისმგებლობას ვერ აიღებს".

კომენტარები