პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მედიაციის პროცესი დასრულდეს წარმატებით

არის საკითხები, რომელზეც შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. რჩება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ვნახავთ ამაზე იქნება თუ არა პროგრესი. თუ ქართულ ოცნებას არ სურს შეთანხმება, ეს არის ქართული ოცნების არჩევანი. ჩვენ ჩვენი მხრიდან შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მზადყოფნა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მედიაციის პროცესი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, დასრულდეს წარმატებით. 

ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა მოისმინოს ის გზავნილები, რასაც მას აწოდებენ ბრიუსელში. მითუმეტეს, რომ დახურულ კარს მიღმა მათ მოისმინეს ბევრად უფრო მკვეთრი და კრიტიკული შეფასებები. ვფიქრობ, რომ საჯარო განცხადებებში ჩვენი ევროპელი კოლეგები იყვნენ გარკვეულწილად მოზომილნი, იმიტომ, რომ მედიაციის პროცესი მიმდინარეობს და მათ არ სურთ, რომ ამ მედიაციის პროცესში დამატებითი პრობლემები შექმნან და ამიტომ, მათი საჯარო განცხადებები არის ფრთხილი...

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი მოლაპარაკებების პროცესზე. 

კომენტარები