ცხენის ხორცი

სეს: ბათუმის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე 500კგ-ზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი აღმოაჩინეს. 

ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.

"კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი". – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

კომენტარები