პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ქართული ოცნება ცდილობს მოლაპარაკებების მიმართ ნიჰილიზმი გააჩინოს საზოგადოებაში

ორი რამ ხდება, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ და, მათ შორის, ქართულ ოცნებას აქვს მცდელობა, რომ გარკვეულწილად ნიჰილიზმი გააჩინოს ამ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ საზოგადოებაშიც და ოპოზიციაშიც შეიტანოს აზრთა სხვადასხვაობა, რამდენზე არის ის წამსვლელი ამ მოლაპარაკებების პროცესში, ამიტომ ზოგი აკეთებს, მაგალითად, თალაკვაძე არის კონსტრუქციულად განწყობილი და ვიღაცა სხვა აკეთებს რადიკალურ განცხადებებს. მათი მიზანია, ჩვენ ჩაგვითრიონ იგივე სახის რიტორიკაში, როგორსაც ისინი იყენებენ, რომ ჩვენც ასევე ვუპასუხოთ, მაგრამ ამას ჩვენ არ ვაკეთებთ და  შეგნებულად...

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორების მონაწილეობით რამდენიმე დღის წინ განახლდა. 

კომენტარები