პოლიტიკური კრიზისი

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს მეორედ ხვდება

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მესამედ შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს twitter- ის გვერდზეა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის 15 მარტს შედგა. 


ამასთან ერთად, 16 მარტს, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ხვალ შეხვედრები გაიმართება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ამასთან ერთად, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

კომენტარები