ვაქცინაცია

ზახაშვილი: თუ ექიმები არ აიცრებიან, გაჭირდება ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა

დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად წარმატებით დამთავრდება, იმიტომ, რომ ექიმების, სამედიცინო საზოგადოების, ჯანდაცვის ხელშია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა.

თუ ჩემი კოლეგები, ჩვენი კოლეგები არ აიცრებიან, ჩვენს ქვეყანაში გაჭირდება იმ შეზღუდვების მოხსნის მექანიზმების გაგრძელება, რთულდება ჯანდაცვის სექტორის მუშაობის სრულად აღდგენა და შესაბამისად, გართულდება ზოგადად ქვეყნის შეზღუდვების მოხსნა, რაც ამჟამად არსებობს.

ამიტომ, სამედიცინო საზოგადოება დღეს ისევ ფრონტის წინა ხაზზე ვართ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი.

კომენტარები