ვაქცინაცია

NCDC: პორტალზე დარეგისტრირებულია 4 202 სამედიცინო პერსონალი, აიცრა – 668

www.collective-evolution.com

საქართველოში ვაქცინაციის მეორე დღეს, ოფიციალური მონაცემებით, სპეციალურ პორტალზე [Booking.Mov.Gov.ge] დარეგისტრირებულია 4 202 სამედიცინო პერსონალი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორში მომუშავე 668 პირმა.

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და გუშინ, 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

კომენტარები