პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით

ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ კონსულტაციები, ეს არის მიმდინარე პროცესი, კვლავაც ძალაშია პირობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ ვასაჯაროებთ დეტალებს და გამიჭირდება კონკრეტიკაზე საუბარი, თუმცა ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით, შესაბამისად არის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსიები, საინტერესო დისკუსიები ყველა მიმართულებით, ყველა ასპექტში და გვაქვს კვლავ იმედი, რომ ეს დისკუსიები დასრულდება საბოლოო ჯამში შედეგით, კერძოდ შეთანხმების ხელმოწერით...

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. დანიელსონსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

კომენტარები