პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: შეთანხმების ტექსტი იღებს სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობაა, ვიდრე დაპირისპირება

უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებთ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ, ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი. 

[...] ვფიქრობ, პროცესი წინ მიდის, ჩნდება მეტი შესაძლებლობა შეთანხმებისთვის. ტექსტიც უკვე, რომლის დეტალებზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ, თუმცა ოპოზიციის ნაწილი უხეშად არღვევს ამ შეთანხმებას, საუბრობს და ტელე თათბირებიც კი ვნახეთ. ჩვენ განვაგრძობთ წესების დაცვა. ტექსტიც უკვე თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების...

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები