პოლიტიკური კრიზისი

ვოლსკი: მოლაპარაკებების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია

მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია, მე რა ვიცი, რაღაცა, შეიძლება ჩემი პირადი დამოკიდებულებაა ამასთან დაკავშირებით ასეთი, თუ შეიძლება პროპაგანდისტულად უკეთესიც იყოს იძახო მაგიდის აყირავება, გადმოყირავება, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია - ეს არის ის, რაც აინტერესებს ნაციონალურ მოძრაობას მის გარშემო შეკრებილ კლასტერს. ეს იყო, გავიარეთ, ამ თემაზე ვისაუბრეთ ყველამ. დღეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხედვართ და საკმაოდ დიდია დადებული ინტერესი ამ მაგიდაზე, რომელიც არ ეხება მხოლოდ ჩვენს ინტერესებს.

არ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეხლა ესეთი შეძახილები საჭირო, იმდენ ხანს დარჩება [დანიელსონი], რამდენ ხანსაც საჭირო იქნება...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კიდევ ერთხელ შეხვდა.

კომენტარები