საარსებო მინიმუმი

საქსტატი: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197.2 ლარია

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 197.2 ლარი შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელზე, 195.6 ლარზე, 1.6 ლარით მეტია. 

საქსტატის თანახმად, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი თებერვალში 174.7 ლარია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება სხვაობა 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის".

 

კომენტარები