პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე მოლაპარაკებებზე: დათმობა-არდათმობაზე არაა საუბარი, ლაპარაკია როდის შევთანხმდებით

ჩვენ ვერაფერს ვერ დავთმობთ, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენს საზოგადოებასთან ძალიან ღია ვარ. არასდროს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ რაღაც ორი დღის წესრიგი არ გვქონია. რასაც ვამბობ თქვენ წინ, იგივეს ვამბობ შეხვედრებზეც. ეს პოლიტპატიმრების თემაა, რიგგარეშე არჩევნები და ეს არის უამრავი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ინსტიტუციონალურ განვითარებას. ამიტომ, აქ დათმობა-არდათმობაზე არაა ლაპარაკი, აქ ლაპარაკია, როდის შევთანხმდებით. მე მესმის, რომ ნერვების ბრძოლაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას აღქმული აქვს, რომ მოერიოს მეორე მხარეს, მაგრამ ავიწყდება რომ მოგება-წაგებაზე არაა, აქაა ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაზე ლაპარაკი და მე ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება იქნება საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის წარმატება...

ამის შესახებ  ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ოპოზიციური პარტიები ევროპული საბჭოს  პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ

კომენტარები