კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 159 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 13 730 ტესტი

საქართველოში COVID 19-ით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 13 730 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი. ქვეყანაში, ამ ეტაპზე, ინფიცირების 2 907 მიმდინარე აქტიური შემთხვევა.

15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.41%.

ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა -10, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 3, შიდა ქართლი - 12, გურია -10, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი -1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

14 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 275 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 268 565 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 650 პაციენტი კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ.

კომენტარები