2021 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია. გრემის ახალი რეკორდსმენები ამერიკელი მომღერლები ბიონსე და ტეილორ სვიფტი გახდნენ.
ბიონსე გრემის ყველაზე ტიტულოვანი ქალი არტისტია. წლევანდელ დაჯილდოებაზე მომღერალმა საუკეთესო არენბი პერფორმანსისთვის გრემი მიიღო. ეს რიგით 28-ე გრემია მის კარიერაში, აქამდე რეკორდსმენი ელისონ კრაუსი იყო.
ისტორია გადაწერა ასევე ტეილორ სვიფტმა. ის პირველი ქალი მომღერალი გახდა, რომელმაც კატეგორიაში "საუკეთესო ალბომი" მესამედ გაიმარჯვა. სამი გრემი ამ კატეგორიაში აქამდე მხოლოდ ფრენკ სინატრას, პოლ საიმონსა და სტივი ვანდერს აქვთ მოპოვებული.
მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულები შემდეგი არტისტები არიან:
წლის ალბომი - ტეილორ სვიფტი
წლის ჩანაწერი - ბილი აილიში - Everything I Wanted
წლის სიმღერა - H.E.R. - I Can't Breathe
წლის აღმოჩენა - მეგა თი სტელიონი
საუკეთესო პოპ სიმღერა - ჰარი სთაილსი - Watermelon Sugar
საუკეთესო დუეტი - ლედი გაგა და არიანა გრანდე - Rain On Me
საუკეთესო პოპ ალბომი - დუა ლიპა - Future Nostalgia
საუკეთესო რეპ ალბომი - Nas - King's Disease
საუკეთესო როკ სიმღერა - ფიონა ეიფლი - Shameika
გრემის 2021 წლის დაჯილდოების სხვა კატეგორიებში გამარჯვებულთა ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.