პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე მოლაპარაკებებზე: სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია

ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს და ეს ნამდვილად პრივილეგიაა საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში. ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე, ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები