პოლიტიკური კრიზისი

იოსელიანი: სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს

პოლიტპატიმრების საკითხი, მგონია, პოზიტიურად გადაწყდება. ვადამდელ არჩევნებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს, ეს ჩემი პერსონალური აზრია. ამ ქვეყანაში პრობლემის საფუძველს უნდა ვებრძოლოთ და არა პრობლემის შედეგს. საფუძველი არის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო და დღეს გვაქვს შანსი, ეს პრობლემა მოვაგვაროთ და მგონია, ოპოზიციამ ეს უნდა გაითვალისწინოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები