პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ხვალ გვეცოდინება, ოცნებას მოლაპარაკებები უნდა თუ მოლაპარაკებობანას თამაში

ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია ექვსივე საკითხთან დაკავშირებით, სადაც გამოვყავით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხი - დანარჩენი. სავარაუდოდ, ჩვენ დღესვე გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, თუ არადა ხვალ გვექნება ერთი ან ორი შეხვედრა და ალბათ, ევროკავშირიც თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქ არის. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, წინასწარ არ შევიქმნი ილუზიას, რომ ქართული ოცნება აუცილებლად კომპრომისებით მოვა საერთო შეხვედრაზე... მე ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა, ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება, ქართულ ოცნებას უნდა მოლაპარაკებები, თუ - მოლაპარაკებობანას თამაში. არა მარტო ჩვენ არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება ეს.

თქვა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები