კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 344 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 32 090 ტესტი

iStock [illustration]

COVID-19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 344 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 32 090 ტესტი. გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი. 

დადებითობის მაჩვენებელს, 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.55%.

ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი -16, შიდა ქართლი -16, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი -18, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი -2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.

13 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 274 721 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 268 004 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 643 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 262 მძიმე პაციენტია, აქედან 74 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ინფიცირების მიმდინარე 3 048 აქტიური შემთხვევაა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ.

კომენტარები