არჩევნები 2021

"დამოკიდებულია კახი კალაძეზე" – კობახიძე კითხვაზე, იქნება თუ არა კალაძე მერობის კანდიდატი

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კახი კალაძეზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მისივე თქმით, კახი კალაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და არა წარმომადგენელი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება სხვამ მიიღოს გადაწყვეტილება. 

"რაც შემიძლია გითხრათ, პირველ რიგში, ეს არის დამოკიდებული კახი კალაძეზე. შეიძლება იყოს სხვა შემთხვევა, როდესაც სურდეს პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ შეიძლება გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის სრულიად განსხვავებული შემთხვევა გამომდინარე კახი კალაძის განსაკუთრებული დამსახურებიდან გუნდის წინაშე, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. ის თვითონ ლიდერია, ის არ არის ერთ-ერთი წარმომადგენელი გუნდის, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება სხვამ მიიღოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, კახი კალაძის პოზიციაზეა დამოკიდებული". – თქვა კობახიძემ რ2-თან ინტერვიუში. 

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერი კახი კალაძე ქართული ოცნების დატოვებას აპირებს, მმართველი გუნდი კი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის სხვა კანდიდატურას განიხილავს. 

კომენტარები