ჩანაწერები

კობახიძე ჩანაწერებზე: პრინციპული საკითხია, რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდნია

გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი პრინციპული საკითხი არის ის, რომ, რაზეც საუბრობდა ოპოზიცია, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა არის ნაცმოძრაობის ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია.  

ჯერ გავრცელებულიც არ იყო ჩანაწერები, როცა ოპოზიციამ დაიწყო ლაპარაკი, რომ არ სურდათ მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს, თუ ისინი არიან მოწადინებული, რომ გაგრძელდეს დიალოგი და დასრულდეს წარმატებით, მათ ექნებოდათ სხვანაირი პოზიცია.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე. 6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. გუშინ, 11 მარტს, სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს.

კომენტარები