იან კელი

კელი: საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც უკან დაიხიონ

სააკაშვილი არ თამაშობს პროდუქტიულ როლს ახლა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ამ კრიზისის გადაჭრის მცდელობაში.

მე ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან დამანგრეველია, რომ პრემიერმინისტრმა, ბატონმა ღარიბაშვილმა თქვას შენზე, რომ დამნაშავე ორგანიზაცია ხარ, რომელიც არ იმსახურებს, რომ გარკვეული როლი ჰქონდეს საქართველოს პოლიტიკაში. ეს არამხოლოდ არაჯანსაღი რამაა სათქმელად, არამედ ქართველი ამომრჩევლის დაახლოებით 30%-ს უზღუდავს არჩევანის უფლებას. ეს ასახავს კიდევ ერთ ტენდენციაც, რაზეც ბევრი არ გვილაპარაკია, თუმცა, [ამ კრიზისის] მთელი არსი არის ძალაუფლების ზედმეტად გაპიროვნებულება, არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. სავარაუდოდ, უადგილოა ჩემ მიერ აქ ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ მაინც ვიტყვი, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო, რაც აქ შეიძლება, მოხდეს, ისაა, რომ ამ კონფლიქტის ორმა წამყვანმა ფიგურამ, ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა თქვან, "საკმარისია, ჩვენ სრულად გავდივარ პროცესებიდან, შემდეგ თაობას უნდა მივცეთ შანსი, რომ გადაჭრან ეს პრობლემები". ეს იქნებოდა ძალიან კეთილშობილური გადაწყვეტილება ორივეს მიერ.

11 მარტს აშშ-ს Institute of Current World Affairs-ის პოდკასტში თქვა საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ.

კომენტარები