ჩანაწერები

დანიელსონი TV პირველზე: მსგავს შემთხვევებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით

"ზოგადად, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე ევროკავშირის გარე ქვეყნებისთვის. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან, სიმართლე რომ ვთქვა, ამ საკითხს სიღრმისეულად არ გავცნობივარ.

მინდა დავამატო, რომ, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში.

უპასუხა კრისტიან დანიელსონმა TV პირველის ჟურნალისტის კითხვას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლების სასამართლო განჩნების შესახებ. კრისტიან დანიელსონი არის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებებში. 

კომენტარები