ჩინეთი-კანადა

ჩინეთი შპიონაჟში დადანაშაულებულ ორ კანადელს გაასამართლებს

ჩინური გამომცემლობა Global Times-ის ცნობით,  კანადის ორი მოქალაქე, რომლებიც 2018 წელს დააკავეს და 2020 წელს შპიონაჟში დაადანაშაულეს, შესაძლოა, მალე გაასამართლონ. მათი პროცესი გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ჩინური გამომცემლობის რედაქტორმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ კანადელების გასამართლების შესახებ ცნობა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. 

კანადელი მაიკლ კოვრიგი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო კრიზისის ჯგუფში მუშაობდა. ჩინეთის მთავრობამ მას მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინფორმაციის მოპარვა დააბრალა. მათი თქმით, კოვრიგი 2017 წლიდან ჩინეთში არასებული კავშირების მეშვეობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს აგროვებდა. 

მაიკლ სპავორს, მეორე კანადელს, პეკინში ბიზნესი ჰქონდა. მას ბრალად დასდეს კოვრიგისთვის ინფორმაციის მიწოდება. 

ჩინეთის მხარეს სპავორისა და კოვრიგის ბრალის დამამტკიცებელი საბუთები არ გამოუქვეყნებია, მაგრამ მათ ბრალეულობასთან დაკავშირებით თქვეს, რომ "ფაქტები ცხადია და სამხილები მყარია".

2018 წელს კოვრიგისა და სპავორის დაკავება კანადაში ჩინური ელექტროტექნიკის კომპანია ჰუავეის წარმომადგენლის, მენ ვანჭოუს დაპატიმრებას მოჰყვა. ვანჭოუს ბრალად ედებოდა აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების დარღვევა. ის, შესაძლოა, აშშ-ს გადასცენ.

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ გასულ წელს ხაზი გაუსვა კოვრიგისა და სპავორის დაკავების პოლიტიკურ ბუნებას და ეს უშუალოდ ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებად შეაფასა. მისი თქმით, ის არ აპირებს პოლიტიკური ვაჭრობის გამართვას ვანჭოუში გაცვლის სანაცვლოდ. მან ამ ფაქტს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი. 

აშშ-ს მთავრობა კანადას ამ საქმესთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებს და შეძლებისდაგვარად დახმარებას ჰპირდებიან. 

"ვაშინგტონი კანადას მტკიცე სოლიდარობას უცხადებს ჩინეთის მიერ კანადის ორი მოქალაქის უსამართლო დაკავების საკითხთან დაკავშირებით" - უთხრა თებერვალშ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოს .  

მაიკლ კოვრიგი და მაიკლ სპავორი
Global Times

 

კომენტარები