კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 332 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 26 700 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 26 700 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 343 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.24 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.72%. 

332 ახალი შემთხვევიდან თბილისში 185 დადასტურდა, აჭარაში - 20, იმერეთში - 51, ქვემო ქართლში - 8, შიდა ქართლში - 14, გურიაში - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 18, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

12 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 274 377 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 267 764 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 634 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში ინფიცირების 2 953 აქტიური შემთხვევაა. 275 ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 118 მკურნალობს, აჭარაში - 20, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 75 ადამიანია, მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 4, იმერეთში კი - 8.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ.

კომენტარები