აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივნაი მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატებს მომავალ კვირას, 18 მარტს ალასკაში შეხვდებიან.
ბლინკენი და სალივანი დიპლომატ იანგ ჯიეჩის, საგარეო საქმეთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელი საგარეო ურთიერთობების და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის. ჩინელ დიპლომატებთან შეხვედრა ბლინკენის და თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ვიზტის შემდეგ შედგება.
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წანშე საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ერთჯერადი ხასიათისაა. ბლინკენმა თქმით, რომ ეს არ იყო "სტრატეგიული დიალოგი" და შემდგომი შეხვედრები ჩინეთის მხარესთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ იქნება შესამჩნევი პროგრესი, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთთან მიმართებით აშშ-ს შეშფოთებას იწვევს.
თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მნიშვენლოვანი იყო, რომ ჩინეთისა და ამერიკის წამყვანი დიპლომატების პირველი შეხვედრა აშშ-ს ტერიტორიაზე შემდგარიყო. ფსაკის თქმით, მხარეები განიხილავენ საკითხებს, რომელთა მიმართაც მნიშვნელოვნად განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ.
საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ ალასკაში შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, პეკინთან ესაუბრათ იმ საკითხებზე, რომელიც აშშ-ს აწუხებს.
"ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ცხადად წარმოვადგინოთ, რა გვაშფოთებს პეკინის მოქმედებებსა და ქცევაში, რომელიც გამოწვევას უქმნის აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ღირებულებებს. წამოვწევთ იმ საკითხებს, რომლებიც გვაშფოთებს. განვიხილავთ, თუ არსებობს კოოპერაციის შესაძლებლობები და ვისაუბრებთ კონკურენციაზე, რომელიც გვაქვს ჩინეთთან" - თქვა ენტონი ბლინკენმა.
თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ აშშ ჩინეთს "ძალის პოზიციიდან" მიუდგება და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხხმებულად იმოქმედებს.
აშშ-ს პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის პირველი სატელეფონი საუბარი გასულ თვეში შედგა. საუბრის დროს ბაიდენმა სხვადასხვა პრობლემური საკითხები წამოსწია. მათ შორის "ძალადობრივი და უსმარათლო ეკონომიკური მიდგომები", ჰონგ-კონგში ჩინეთის მოქმედებები და ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები სინძიანგის რეგიონში.