კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 395 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 24 594 ტესტი

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 594 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 310 ადამიანი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.61%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.83%.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 274 045 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 267 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 622 კი გარდაიცვალა.

ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან:თბილისში 194 გამოვლინდა, აჭარაში - 21, იმერეთში - 73, ქვემო ქართლში - 10, შიდა ქართლში - 28, გურიაში - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 17, კახეთში - 27, მცხეთა-მთიანეთში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 2 976, საიდანაც 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 133 - კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 1 519 პირი სახლში.

მძიმე პაციენტია 275 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პაციენტი.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ.

კომენტარები